ფოთის მერმა ოთხი ქვეყნის ელჩებს უმასპინძლა

ფოთში, ოფიციალური ვიზიტით, ოთხი ქვეყნის ელჩები იმყოფებოდნენ. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ესტონეთის ელჩ რიინა კალიურანდს, შვედეთის ელჩ ულრიკ ტიდესტრომს, დანიის ელჩ ანე ტოფტ სორენსენს, ლიეტუვის ელჩ ანდრიუს კალინდრას და ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებს გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის მერმა, ბექა ვაჭარაძემ ქალაქის პრიორიტეტები, გამოწვევები და სამოქმედო გეგმები, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩებმა დევნილთა დასახლების ინფრასტრუქტურა და N2 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება დაათვალიერეს. ბაღი პოლონეთის საელჩოს და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) მხარდაჭერით აშენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები