გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 30 წლის ქალი სავარაუდოდ, კონსერვირებული პროდუქტის მიღების შედეგად გარდაიცვალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 30 წლის ქალი სავარაუდოდ, კონსერვირებული პროდუქტის მიღების შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

“ადგილობრივების ინფორმაციით, ქალმა სახლში დამზადებული ბადრიჯნის პროდუქტი მიიღო, რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს”, – წერს “მთავარი ამბები კახეთიდან”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები