ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაო შეხვედრა გამართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ზაბახიძემ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული აქტუალური საკითხები.

“განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირებასა და თვითმმართველობის მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილებების დროულად მიღებას.

სამუშაო შეხვედრას, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, გიორგი გასვიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები