აზერბაიჯანში შესვლაზე 16 აგვისტოდან შეზღუდვები ამოქმედდა

   “ევრო 4”-ის სტანდარტის არმქონე, 2005 წელს ქვემოთ გამოშვებული ავტომანქანებისთვის აზერბაიჯანის საზღვარზე გადასვლისას შეზღუდვები დაწესდა, რომლებიც 16 აგვისტოდან ამოქმედდა. საქართველოს შს სამინისტროს განმარტებით, ახალი რეგულაციების თანახმად, “ევრო 4” (EURO 4) სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე აზერბაიჯანის საზღვრის კვეთისას შესაბამის ანგარიშზე შეიტანს ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების 30%-დან 40%-მდე საგარანტიო თანხას. აღნიშნული თანხა მას მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიის დატოვების შემდეგ დაუბრუნდება. ამასთან, კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა აზერბაიჯანის მოქალაქის წერილობითი თანხმობა, რომლითაც იგი იღებს პასუხისმგებლობას “ევრო 4”-ის სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში. აზერბაიჯანმა 2014 წლის იანვარში მიიღო კანონი “ევრო 4”-ის სტანდარტებზე გადასვლის თაობაზე, რომელიც აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს “ევრო 4”-ის არმქონე ავტომანქანების მიმოსვლაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები