“როგორმე უნდა გავასუფთაოთ ველი და ჩვენს ქვეყანაში გაჩნდეს ჯანსაღი ოპოზიცია” – მიხეილ ყაველაშვილი
“იმ ფაქტებს ვერავინ უარყოფს, რომელიც დღეს საქართველომ ამ შესაძლებლობით, ამ დამოკიდებულებით, ამდენი შეძლო ამ ერთმა ძალამ, ასეთი ზეწოლების, ასეთი მიზანმიმართული დისკრედიტაციის, მავნებლობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მისასალმებელია,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ჯანსაღი ოპოზიცია უნდა გაჩნდეს.
“როგორმე უნდა გავასუფთაოთ ველი და ჩვენს ქვეყანაში გაჩნდეს ჯანსაღი ოპოზიცია. რა თქმა უნდა, მოთხოვნები მეტია და გამოსწორებაც ბევრ რამეს სჭირდება, მაგრამ ამ ფონზე, როცა ერთი ძლიერი პარტია არსებობს, ძლიერი ოპონენტი უნდა ჰყავდეს ძლიერ პარტიას, ყველას სჭირდება კონკურენცია, კონკურენციის არ არსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, წარმატებაც ფერხდება. ამ ფაქტებს ვერავინ ვერ უარყოფს, რომელიც დღეს საქართველომ ამ შესაძლებლობით, ამ დამოკიდებულებით, ამდენი შეძლო ამ ერთმა ძალამ, ასეთი ზეწოლების, ასეთი მიზანმიმართული დისკრედიტაციის, მავნებლობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და ქართული ოცნება შესაქებია,” – განაცხადა ყაველაშვილმა.