დიდი ლილოს პოლიგონზე ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობის ხელშეკრულება გაფორმდა

დიდი ლილოს პოლიგონზე ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობის შესახებ ხელშეკრულება შპს „თბილსერვის ჯგუფსა“ და შემსრულებელ კომპანიას შორის დღეს გაფორმდა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, კონტრაქტს ხელი მოაწერეს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ და „გუმბათი ჰოლდინგის“ ხელმძღვანელმა – სოსო მაჩაიძემ.

“პირველ ეტაპზე მომზადდება საპროექტო დოკუმენტაცია და შემდეგ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. ამ პროექტით ნაგავსაყრელზე მოგვარდება გარემოსდაცვითი პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი და შემცირდება სუნი. საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი ეტაპობრივად გაიწმინდება დაგროვებული ნაჟური წყლებისგან და ახალი განთავსებული ნარჩენებისგან წარმოქმნილი სითხე ავტომატურად გაიფილტრება.

პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) გაფორმებული სასესხო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება და ღირებულება 6 466 705 ევროს შეადგენს.

დღესვე პოლიგონზე გაიმართა სამუშაო შეხვედრა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, სადაც დაიგეგმა პროექტირებისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები. „თბილსერვის ჯგუფის“, საპროექტო-სამშენებლო ტენდერში გამარჯვებული შპს „გუმბათი ჰოლდინგის“ და გერმანული მწარმოებელი კომპანია Wehrle-Werk A.G.-ის თანამშრომლებმა, ავსტრიულ საინჟინრო-საზედამხედველო კომპანია GWCC INTERVAL ZT GmbH-ის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე განიხილეს ძირითადი საკითხები და გამოწვევები”, – წერია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები