თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ტოიოტა პრიუსის მძღოლმა ორმაგი უწყვეტი ხაზი გადაკვეთა, ამ დროს მას დიდი სისწრაფით მოძრავი მოტოციკლი შეეჯახა.
ავარიის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მომხდარის შედეგად, მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მოტოციკლის მძღოლი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ვიდეო: “ჩემი ქალაქი მკლავს”