“განცხადებებსა და რიტორიკას, რაც არის საქართველოსთან მიმართებით, ერთი მიზანი აქვს   – როგორმე შეცვალონ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც იცავს მხოლოდ ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესებს” – კალაძე

“განცხადებებსა და რიტორიკას, რაც არის საქართველოსთან მიმართებით, ერთი მიზანი აქვს   – როგორმე შეცვალონ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც იცავს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესებს”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ევროკომისიის წერილში დაყენებულ მოთხოვნებზე საუბრისას განაცხადა.

„კატეგორიულად უარყოფდნენ რამდენიმე თვის წინ, სანქციებთან დაკავშირებით ვინ გააკეთა საერთოდ განცხადება, ხელისუფლება იგონებს რაღაცებს და ტყუილიაო. გავიდა რამდენიმე თვე და პირდაპირ რეზოლუციაში ჩაგვიწერეს, რომ საქართველოს ხელისუფლება თურმე, არის ცუდი, რადგან არ შეუერთდა სანქციებს. რეზოლუციაში ჩაგვიწერეს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ევროპული მომავალი, დემოკრატიის შუქურა.

ეს ორმაგი სტანდარტები ყველაფერში იკვეთება – რაც მათთვის მისაღებია და დაშვებულია, ჩვენთვის არ შეიძლება. ამერიკის შეერთებულ შტატებში „ფარას“ კანონი უკვე ათეული წლებია, მოქმედებს და მაგ კანონის მეშვეობით მივიღეთ ზუსტად ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ვიღაცებს ფულს უხდიან კონკრეტულ კონგრესმენებს, რომ საქართველოს შავი ლაქა მოსცხონ. და ყოველთვის ვისმენდით განცხადებებს, რომლებიც გაჯერებული იყო სიცრუით, ტყუილით საქართველოსთან მიმართებით.

შესაბამისად, განცხადებებსა და რიტორიკას, რაც არის საქართველოსთან მიმართებით, ერთი მიზანი აქვს ამ ყველაფერს – როგორმე შეცვალონ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც იცავს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები