მიხეილ ყაველაშვილი – ოპოზიციაზე: სად წავიდეს ის მოქალაქე, რომელსაც შეიძლება, აღარ უნდა “ქართული ოცნება”, მაგრამ ხედავს ამ დინამიკას და უნდა უკეთესი, უკეთესს სთავაზობს კი ეს ძალა?
“ვაღიარებთ ამ წინსვლას, არსებულ რეალობას, მაგრამ მე ვხედავ, რომ სფეროებში, სადაც არსებობს შესაძლებლობა, რომ მეტი გაკეთდეს, აქ უნდა იყოს ჩემი სივრცე. პოლიტიკაში თუ მინდა ვიყო და პარტია მერქვას, აქ არის სივრცე, რომ მე უკეთესი შევთავაზო, ვიდრე “ქართული ოცნება” სთავაზობს. გვაქვს ჩვენ ეს მოცემულობა დღეს? არ გვაქვს,” – ამის შესახებ “ღამის კურიერის” ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა.
“შეიძლება არ ვარ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, მაგრამ მჭირდება ალტერნატივა და ვინ არის ეს ალტერნატივა? როგორ მესახება ეს პროცესი? თუ დავაკვირდებით ქვეყნის განვითარების დინამიკას, რით უნდა შევაფასოთ? ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის, თუ ხელოვნურად შემოტანილი თემების არ იყოს – ქვეყანა გვეღუპება? ხომ ფაქტია, რომ ეს ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის ყველა პარამეტრით. ამას არა მარტო შიდა ექსპერტების ნაწილი აღიარებს, არამედ კვირა არ გავა, რომ საერთაშორისო შეფასებები არ მოხდეს ეკონომიკური, სოციალური, გამჭვირვალობის კუთხით, რაც კი საკვანძო სფეროებია.
ქვეყანას მართავს აღმასრულებელი ხელისუფლება, მმართველი ძალა, არსებობს ბიუჯეტი, რომელიც სამჯერ გაზრდილია, სფეროების ბიუჯეტები გაზრდილია, პენსიები, ხელფასები, – ამ ყველაფერს დინამიკაში ხომ ხედავს ქართული საზოგადოება, რომ ეს ყველაფერი წინ მიდის, ვითარდება და განვითარებულია. აქ სად მჭირდება მე ალტერნატიული ძალა და ოპოზიცია?! რას უნდა აკეთებდეს ოპოზიცია ასეთ შემთხვევაში, როცა არსებობს ძალა, რომელიც თითქმის 12 წელია მართავს ქვეყანას, მის ხელში ეს პროცესები წინ მიდის, ვითარდება, მაგრამ შეიძლება გვაქვს კითხვები მოქალაქეებს, რომ გვინდა უკეთესი.
ვაღიარებთ ამ წინსვლას, არსებულ რეალობას, მაგრამ მე ვხედავ, რომ სფეროებში, სადაც არსებობს შესაძლებლობა, რომ მეტი გაკეთდეს, აქ უნდა იყოს ჩემი სივრცე. პოლიტიკაში თუ მინდა ვიყო და პარტია მერქვას, აქ არის სივრცე, რომ მე უკეთესი შევთავაზო, ვიდრე “ქართული ოცნება” სთავაზობს. გვაქვს ჩვენ ეს მოცემულობა დღეს? არ გვაქვს. სად წავიდეს ის მოქალაქე, რომელსაც შეიძლება, აღარ უნდა “ქართული ოცნება”, მაგრამ ხედავს ამ დინამიკას და უნდა უკეთესი, უკეთესს სთავაზობს კი ეს ძალა? როდესაც ვხედავთ, რომ ერთი განსხვავებული პოზიციის გამო როგორი ბულინგი განვითარდა ერთმანეთის მიმართ,” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.