“საგრძნობლად შემცირდა სიღარიბის ზღვარი, მაგრამ ჯერ კიდევ ხომ რჩება; ეს პროცესია, მაგრამ დინამიკას რომ შეხედავ, უკეთესობისკენ არის ეს ყველაფერი, მიდის და ვითარდება” – ყაველაშვილი
“ყველაფერს თმობს ქართველი [სამშობლოს გარდა], არ არსებობს მისთვის მატერიალური დოვლათი. აქამდე ეს ქვეყანა იმიტომ მოვიდა, რომ ამ ღირებულებაზე ვართ ყველა ჩამოკიდებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა.
“ყველაფერს თმობს ქართველი [სამშობლოს გარდა], არ არსებობს მისთვის მატერიალური დოვლათი. აქამდე ეს ქვეყანა იმიტომ მოვიდა, რომ ამ ღირებულებაზე ვართ ყველა ჩამოკიდებული. თავის შვილს როგორ შეხედავს, რომ სანქციის გამო სამშობლოს გაყიდის ან რაღაც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს? მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ზარალდებოდეს, ვინც არ უნდა იყოს… ქართველი კაცის ხასიათი არ იციან, რომ ეს უფრო აბრაზებს, ეს უფრო შეურაცხყოფს, რომ შენ საპირწონედ უყენებ სამშობლოს. ქეთევან წამებული მაინც არ გვყავდეს? ამას რომ უყენებ საპირწონედ ქართველ ადამიანს, როგორ გაიმარჯვებ ამ საზოგადოებაში? პირიქით ხდება ეს ყველაფერი და მე მიხარია, რომ ამას კარგად აცნობიერებენ ჩვენი მოქალაქეები და ამიტომ ვიძახი, რომ რეალობა სხვა არის. რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევაა, სტატისტიკა იყო და საგრძნობლად შემცირდა სიღარიბის ზღვარი, მაგრამ ჯერ კიდევ ხომ რჩება. ეს პროცესია, მაგრამ დინამიკას რომ შეხედავ, რომ უკეთესობისკენ არის ეს ყველაფერი, მიდის და ვითარდება”, – აღნიშნა ყაველაშვილმა.