“ობამას ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაზვერვის უხეშ პოლიტიზაციასა და მანიპულირებას, რაც მიზნად ისახავდა პრეზიდენტ ტრამპის დელეგიტიმაციას ჯერ კიდევ მის ინაუგურაციამდე” – ტულსი გაბარდი

„არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დეტალურად აღწერს, თუ როგორ ხელმძღვანელობდნენ პრეზიდენტი ობამა და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი სადაზვერვო საზოგადოების შეფასების შექმნას, რომელიც, მათივე ცოდნით, ყალბი იყო”, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ობამას ადმინისტრაციამ გაავრცელა გამოგონილი ნარატივი, თითქოს რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია.

“მათ იცოდნენ, რომ ეს შეფასება ხელს შეუწყობდა ხელოვნურად შექმნილი ნარატივის გავრცელებას, თითქოს რუსეთი 2016 წლის არჩევნებში ჩაერია, რათა პრეზიდენტ ტრამპს გაემარჯვა. ამას ამერიკელ ხალხს ისე აწვდიდნენ, თითქოს სიმართლე ყოფილიყო, სინამდვილეში კი ასე არ იყო.

ობამას ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაზვერვის უხეშ პოლიტიზაციასა და მანიპულირებას, რაც მიზნად ისახავდა პრეზიდენტ ტრამპის დელეგიტიმაციას ჯერ კიდევ მის ინაუგურაციამდე. საბოლოო ჯამში, ამ ქმედებებმა ამერიკელი ხალხის ნება უგულებელყო“, – განაცხადა გაბარდმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები