“ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდა, ქალაქი ვითარდება, მაგრამ არსებობენ ოჯახები, ვისაც სჭირდება თანადგომა; მინდა მივმართო ამ ადამიანებს, რომ არც ერთ თქვენგანს არ დაგტოვებთ პრობლემების პირისპირ” – კალაძე

”ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდა, წინსვლა, ქალაქი ვითარდება, მაგრამ არსებობენ ოჯახები, ვისაც სჭირდება თანადგომა და მინდა მივმართო ამ ადამიანებს, რომ ჩვენი მხრიდან ვიდრე არსებობს იმის საჭიროება, რომ თქვენ გქონდეთ მხარდაჭერა და თანადგომა, რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტი არც ერთ თქვენგანს არ დაგტოვებთ პრობლემების პირისპირ და ყველას გვერდით დაგიდგებით და ყველას დავეხმარებით ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.

„პრიორიტეტებს რაც შეეხება, ეს არის ავარიული შენობები, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება-მოწესრიგება, ეს მუდმივ რეჟიმში უნდა ხდებოდეს.

ქალაქი იზრდება, ვითარდება, ახალი უბნები ჩნდება. ამას შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება, შესაბამისი სერვისები სჭირდება. ამ ყველაფრისთვის ჩვენ მზად ვართ. ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს ახალგაზრდებით დაკომპლექტებული. ჩვენ პროექტებზე და პროგრამებზე ვსაუბრობდით და რა თქმა უნდა, უნდა გამოვყო ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. იმიტომ, რომ უამრავ ადამიანს ვეხმარებით, ხელს ვუწყობთ გინდ ოპერაციების დაფინანსებით, გვაქვს სხვადასხვა სკრინინგ პროგრამები, გვაქვს სტუდენტებისთვის შესაბამისი მხარდამჭერი პროგრამები, სოციალურად დაუცველებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. რა თქმა უნდა ეს უნდა გავაგრძელოთ. იმიტომ, რომ ჯერ ეკონომიკურად ჩვენ არ ვართ ისე ძლიერად წარმოდგენილები და ქვეყანაში ცხოვრობენ ისეთი ოჯახები ვისაც სჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. კი, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდა, წინსვლა, ქალაქი ვითარდება, მაგრამ არსებობენ ოჯახები, ვისაც სჭირდება თანადგომა და მინდა მივმართო ამ ადამიანებს, რომ ჩვენი მხრიდან ვიდრე არსებობს იმის საჭიროება, რომ თქვენ გქონდეთ მხარდაჭერა და თანადგომა, რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტი არც ერთ თქვენგანს არ დაგტოვებთ პრობლემების პირისპირ და ყველას გვერდით დაგიდგებით და ყველას დავეხმარებით ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“, – განაცხადა  კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები