მიხეილ სარჯველაძე ნარკომანიის იძულებით მკურნალობაზე: ამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში შევქმენით ერთი კონკრეტული პუნქტი, სადაც რეალურად გვაქვს ყველაფერი მზად
„ამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში შევქმენით უკვე ერთი კონკრეტული პუნქტი, სადაც რეალურად გვაქვს მზად ყველაფერი – პერსონალიდან დაწყებული, ინფრასტრუქტურით დამთავრებული,“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, „დღის ქრონიკაში“ ნარკომანიის იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ბევრი რამ ისეა დაგეგმილი, რომ რაც შეიძლება, მეტად მზად შევხვდეთ ნებისმიერ გამოწვევას იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით წინასწარ, რა სირთულის პაციენტთან გვექნება საქმე.
„ჩვენ ამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში შევქმენით უკვე ერთი კონკრეტული პუნქტი, სადაც რეალურად გვაქვს მზად ყველაფერი – პერსონალიდან დაწყებული, ინფრასტრუქტურით დამთავრებული, საიმისოდ, რომ რეალურად შევძლოთ, დავიწყოთ იმ მკურნალობის განხორციელება, რომელსაც ჰქვია იძულებითი მკურნალობა. ბევრი რამ ისეა დაგეგმილი, რომ რაც შეიძლება, მეტად მზად შევხვდეთ ნებისმიერ გამოწვევას იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით წინასწარ, რა სირთულის პაციენტთან გვექნება საქმე, როგორი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებაც – მოგეხსენებათ, რომ სასამართლო იღებს ამაზე გადაწყვეტილებას. ამიტომ გზადაგზა ბევრი რამე გვექნება დასაგეგმი, მაგრამ იმისთვის, რომ დაგეგმვა ოპერატიულად და კარგად შევძლოთ, ყველაფერი მზადაა.
რასაკვირველია, მომავალში ამ ერთი პუნქტის მასშტაბები გაიზრდება – შეიძლება, ეს მოხდეს იქვე, შეიძლება, ტერიტორიულად განსხვავებულ ადგილზე. რეალურად ამ გეგმებზე ვმუშაობთ. ჩვენ გვაქვს გეგმაში, რომ მაგალითად, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გავაკეთოთ შემდეგი ლოკაცია, სადაც იქნება ეს სერვისი ხელმისაწვდომი და ბუნებრივია, გვექნება ერთი ცენტრიც აღმოსავლეთ საქართველოში რაც შეიძლება, ფართო. ჩემი ვარაუდით, ალბათ წლის ბოლომდე ჩვენ 100-დან 150-მდე პაციენტის მიღების შესაძლებლობა გვექნება”, – განაცხადა სარჯველაძემ.