ეროვნული გამოცდების მიხედვით რომელი ფაკულტეტებია ყველაზე პოპულარული

  ფაკულტეტები, რომლებსაც ეროვნული გამოცდების ჩაბარების დროს შევსებულ განაცხადში აბიტურიენტებმა უპირატესობა მიანიჭეს, ცნობილია. გასული წლის მსგავსად, ახალგაზრდებმა ამჯერადაც არჩევანი ბიზნესის ადმინისტრირებაზე, ეკონომიკაზე, სამშენებლო და საინჟინრო ფაკულტეტებზე გააკეთეს.
„რეალური მოთხოვნა არის, პირველი განაცხადი აბიტურიენტის, თუ სად უნდა სწავლის გაგრძელება. თუ ასე დავამუშავებთ ამ მონაცემებს, ბიზნესის ადმინისტრირება და ეკონომიკა რჩება წამყვან მიმართულებებად. სამშენებლო, საინჟინრო და ენერგეტიკული მიმართულებები წინ არის წამოწეული“, – განაცხადა ზოგადი უნარების ჯუფის ხელმძღვანელმა სოფო დოლიძემ. ეროვნული გამოცდები 34 000-მა აბიტურიენტმა ჩააბარა. საბოლოო შედეგები აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები