თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

   დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. “თელასის” ინფორმაციით, შეზღუდვა სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, III, IV და V კვარტლების, ნუცუბიძის, ასათიანის, დელისის და ჟღენტის ქუჩების 3207 აბონენტს.
ვაკის რაიონში, ქვესადგურში “ნუცუბიძე” გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის II კვარტლის 1157 აბონენტს.
საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის და კალანდაძის ქუჩების 271 აბონენტს.
გლდანის რაიონში, ქვესადგურში “გლდანი-220” გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VII, VIII მიკრორაიონებს და ბოჭორიშვილის ქუჩის 4355 აბონენტს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონებს 1516 აბონენტს.
ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის 312 აბონენტს. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის და მოსკოვის გამზირის 772 აბონენტს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გოგოლის, კონსტიტუციის და ფიროსმანის ქუჩების 236 აბონენტს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის, ავთანდილის, ამაღლების, აღმართის, წავკისის და მიმდებარე ქუჩების 1064 აბონენტს.
ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV და X კვარტლების, კაკაბაძის, ჩარგლის, ველისციხის, სადმელის, შატილის, ურეკის, საჩხერის და ცოდნისკარის ქუჩების 665 აბონენტს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის ქუჩის 214 აბონენტს.
სამგორის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, მოსკოვის გამზირის და ქინძმარაულის ქუჩის 992 აბონენტს.
დიდგორის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის და ოქროყანის (ნაწილობრივ) 257 აბონენტს.
სარემონტო სამუშაოების აღდგენისთანავე ელექრტომომარაგება აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები