ვიქტორ ჯაფარიძე: ჩვენი ქვეყანა უნდა ავარიდოთ იმ უბედურებას, რაში ჩათრევასაც ცდილობს ზოგიერთი პოლიტიკოსი

მოსახლეობამ უნდა იცოდეს მეტი, რათა მიიღოს ის გონივრული გადაწყვეტილებები, რასაც იღებს ზოგადად ჩვენი ბრძენი ხალხი, – ამის შესახებ “ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ მმართველი გუნდის დატოვების მიზეზზე საუბრისას აღნიშნა.

ახლა უკვე მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრი ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს ქვეყანა უბედურებაში ჩაითრიოს.

“კულისებში ბევრი რამ წყდება, არ გამოდის საჯაროდ, ამიტომ ვთვლით, რომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს მეტი, რათა მიიღოს ის გონივრული გადაწყვეტილებები, რასაც იღებს ზოგადად ჩვენი ბრძენი ხალხი. ჩვენი ქვეყანა უნდა ავარიდოთ იმ უბედურებას, რაში ჩათრევასაც ცდილობს ზოგიერთი პოლიტიკოსი, გნებავთ ჩვენთან, გნებავთ სხვა ქვეყნებიდან,” – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები