ირაკლი კობახიძე: რადიკალურმა ოპოზიციამ რესურსები ამოწურა

“რადიკალურ ოპოზიციას მაინცდამაინც დიდი რესურსი არ აქვს იმისთვის, რომ ოქტომბერში ვითარება არიოს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ რესურსები ამოწურა.

“რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ორ ნაწილად უნდა გავყოთ. არის ჯანსაღი – კონსტრუქციული ოპოზიცია და რადიკალური. რადიკალურმა ოპოზიციამ რესურსები ამოწურა, თავადვე გახდნენ იმ პროცესების მსხვერპლი, რომელსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოებდნენ. აქედან გამომდინარე, მაინც და მაინც დიდი რესურსი არ აქვთ იმისთვის, რომ ოქტომბერში არიონ ვითარება. ამ ყველაფერს საზოგადოება ხედავს. ისინი დღეს დასუსტებული არიან, კეზერაშვილის ფულის გამო ებრძვიან ერთმანეთს. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები