დავით კაჭარავა: ყოველთვის მქონდა პოზიცია, რომ მეტი ინფორმაცია უნდა მიგვეცა მოსახლეობისთვის

არამხოლოდ საგარეო პოლიტიკასთან, საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებითაც იყო კულუარებში რაღაც თემები, რასაც განვიხილავდით და ყოველთვის მქონდა პოზიცია, რომ მეტი ინფორმაცია უნდა მიგვეცა მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა, დავით კაჭარავამ განაცხადა, რომელიც მოძრაობა “ხალხის ძალას” შეუერთდა.
კაჭარავას განცხადებით, აუცილებელია, მოსახლეობას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

“ეს დღეს არ დაწყებულა, ჩემი პარლამენტში შემოსვლის დღიდან ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი. არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკასთან, საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებითაც იყო კულუარებში რაღაც თემები, რასაც განვიხილავდით და ყოველთვის მქონდა პოზიცია, რომ მეტი ინფორმაცია უნდა მიგვეცა მოსახლეობისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობისთვის ბუნდოვანი ხდებოდა, რატომ მოხდა გადაწყვეტილებების მიღება,”- განაცხადა დავით კაჭარავამ.

შეგახსენებთ, დღეს კიდევ 5-მა დეპუტატმა “ქართული ოცნება” დატოვა და “ხალხის ძალას” შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები