ანრი ოხანაშვილი: ნათელი ხდება, რატომ არ ერთვებოდნენ “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები სამუშო ჯფუფში – რეალური დამფინანსებლის, კეზერაშვილის ოლიგარქად ცნობა არ სურდათ
ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები რატომ არ ერთვებოდნენ ამ სამუშაო ჯგუფში, უკვე ნათელი ხდება და ხელის გულზე დევს იმ მოცემულობიდან, რაც არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, “ნაცმოძრაობა” სამუშაო ჯგუფში არ ერთვებოდა, რადგან მათი პარტიის რეალური დამფინანსებლის, დავით კეზერაშვილის ოლიგარქად ცნობა არ სურდათ.
„ეს მოდელი ჩვენ ავიღეთ იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინასთან მიმართებით ევროპული სტრუქტურების მხრიდან პოზიტიურადაა შეფასებული ეს პროექტი. ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები რატომ არ ერთვებოდნენ ამ სამუშაო ჯგუფში, უკვე ნათელი ხდება და ხელის გულზე დევს იმ მოცემულობიდან, რაც არსებობს მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობაში“. როგორც ჩანს, ისინი იმიტომ არ იღებდნენ მონაწილეობას, რომ მათ არ სურდათ მათი რეალური დამფინანსებლისა და პოლიტიკაში ჩართული პირის, კეზერაშვილის ოლიგარქად ცნობა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.