ე.წ.სამხრეთ ოსეთში სასწავლო წლისთვის ემზადებიან – საგანმანათლებლო პროცესი 5 სექტემბერს დაიწყება

ე.წ.სამხრეთ ოსეთის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამის შესახებ ე.წ. განათლების სამინისტროში განაცხადეს.

აღნიშნულია, რომ სკოლების უმეტესობა 2008 წლის ომის შემდეგ არის აღდგენილი და იქ ნაკლები სამუშაოა.

სარემონტო სამუშაოები 5 სექტემბრისთვის დასრულდება.

ე.წ.სამხრეთ ოსეთში ახალი სასწავლო წელი ე.წ. რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტის 2018 წლის ბრძანებულების შესაბამისად, 1-ლი სექტემბრის მაგივრად 5 სექტემბრამდეა გადატანილი, რაც ბესლანის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა გლოვას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები