სამგორის რაიონში, 2-3 ივლისს, „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, კონცერტები გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, 2 და 3 ივლისს, სამგორის რაიონში, „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, კონცერტები გაიმართება. მაყურებლის წინაშე წარდგებიან საესტრადო შემსრულებლები და მუსიკალური ბენდები.

ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ ტრადიციულად ხორციელდება თბილისის სხვადასხვა რაიონში და მისი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ახალგაზრდებში, მასობრივი სპორტის განვითარება და სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია, აგრეთვე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართულობის გაზრდა, როგორც მოყვარულთათვის, აგრეთვე პროფესიონალი სპორტსმენებისთვის; ხელმისაწვდომობის გაზრდა სპორტულ და კულტურულ აქტივობებში ჩართულობის თვალსაზრისით; მოქალაქეებისთვის დასვენებისთვის, გართობისა და სპორტული აქტივობისთვის საჭირო გარემოს შექმნა.

მისამართი: ქვემო სამგორი, გუმათჰესის ქუჩა №10 კორპუსის წინ მდებარე გუმათჰესის სკვერი.
დრო: 19:00 საათი.

ღონისძიების პროგრამა:
2 ივლისი

თემურ თათარაშვილი
შვიდკაცა
გოგა მესხი
ქეთი გომართელი
ტატო გოდერძიშვილი
მაია კაჭკაჭიშვილი
ირმა სოხაძე
გიორგი წიკლაური
გიორგი კელაპტრიშვილი
მიშო სულუხია
სოფო გელოვანი
The Quintessence
აჩიკო მეფარიძე
თიკა მახალდიანი
მასტერი და ნათია დუმბაძე
წამყვანი – ეკა ამირეჯიბი

3 ივლისი

დუეტი ჯორჯია
ქართული ხმები
მაია ჯაბუა
ეკა კახიანი
ეკა კვალიაშვილი
ფლეში
გიორგი მეფისაშვილი
დათო ფორჩხიძე
ნინი ქარსელაძე
აჩი ფურცელაძე
ლიკა დოლიძე
კახა კუხიანიძე
გია ნიკოლაძე
ლეონი
მაია ყარყარაშვილი
წამყვანი – ნანიკო ხაზარაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები