მაია ბითაძე – “მთავარ არხს“: ჩემო “სამართლიანებო”, ბევრი იწვალეთ, როგორც ჩანს, ჩემი ინტერვიუს დამახინჯებაზე, რატომ გიკვირთ მერე, ინტერვიუს რომ არ გაძლევთ

“ჩემო ,,სამართლიანებო”! ბევრი იწვალეთ, როგორც ჩანს, ჩემი ინტერვიუს დამახინჯებაზე, მიჭრა-მოჭრაზე, სამაგიეროდ, ალბათ გიხარიათ, რომ ,,რაღაც გააკეთეთ” და ,,ერთი ნაბიჯით წინ წახვედით ევროკავშირისკენ. რატომ გიკვირთ მერე, ინტერვიუს რომ არ გაძლევთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე Facebook-ზე წერს.

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის ფეისბუქ-გვერდის „სინამდვილეში“ ინფორმაციით, “მთავარმა არხმა” მანიპულაციურად გამოაქვეყნა და დაამახინჯა მაია ბითაძის ციტატა ბანერზე. აქვე აღნიშნულია, რომ “მთავარი არხი” კვლავ აგრძელებს ევროკავშირთან ინტეგრაციიის პროცესში “ქართული ოცნების” წევრების დისკრედიტაციას, რითიც კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას. “მთავარი არხის” ჟურნალისტმა, ირაკლი ვაჩიბერაძემ სტატიის ბანერზე გამოაქვეყნა შემდეგი ციტატა, თითქოს მაია ბითაძემ განაცხადა: “არც მკითხავი ვარ და არც მარჩიელი… არ ვიცი ვინაა ოლიგარქი”. სინამდვილეში, “მთავარმა არხმა” მანიპულაციურად გამოაქვეყნა და დაამახინჯა მაია ბითაძის ციტატა ბანერზე. სინამდვილეში, მაია ბითაძემ განაცხადა, რომ ოლიგარქის განმარტება ერთია როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინისთვის და მოლდოვასთვის და თუ მედია ცდილობს რომ ეს განმარტება კონკრეტულ ადამიანს მოარგოს და დაუკავშიროს, ეს არასწორია. “მთავარი არხი” კვლავ აგრძელებს ევროკავშირთან ინტეგრაციიის პროცესში “ქართული ოცნების” წევრების დისკრედიტაციას, რითიც კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას. ბოლო პერიოდში რადიკალური მედია განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა “ქართული ოცნების” ქალი პოლიტიკოსების მიმართ. სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციური მედიის მხრიდან ქალი პოლიტიკოსების მიმართ მასირებულ შეტევებზე და დისკრედიტაციაზე, კვლავ ვერ ვხედავთ ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების რეაგირებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები