დავით ჩიხელიძე: საქართველო მიერთებულია რუსეთის საწინააღმდეგო აბსოლუტურად ყველა რეზოლუციას, ამ დღეებში მხარი დაუჭირა შესაბამის კონვენციასაც, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს – ამავე დროს, ევროკავშირი, დღემდე რჩება რუსული ეკონომიკის უმსხვილეს დონორად

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ევროკავშირის მოწოდებას, რომ საქართველომ უნდა გააძლიეროს თანხვედრა რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებულ ზომებთან და აღნიშნავს, რომ საქართველო მიერთებულია რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ ყველა ძირითად რეზოლუციას და მხარი დაუჭირა კონვენციას, რომელიც ეხება რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს უკრაინის ომთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ევროკავშირი თავად აგრძელებს ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან და რუსული ენერგორესურსების შესყიდვებზე მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავს.

„ვისაც გაინტერესებთ, როგორია ტვინის გამორეცხვის ტექნოლოგიური მხარე და რატომ უჭირს ბევრ ადამიანს დაფიქსირება , როდესაც მანიპულაციის სამიზნეა, ამ ტექსტს ყურადღებით გაეცანით.
საქართველოს მოვუწოდებთ გააძლიეროს თანხვედრა რუსეთის და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკავშირის ზომებთანო.

ეს სრულიად იეზუიტური წინადადება ისეა შედგენილი, ფორმალურად ვერაფერში შეედავები: რასაც არ უნდა აკეთებდე, ყოველთვის შეიძლება მისი გაძლიერება. ამავე დროს, გიტოვებთ განცდას, რომ საქართველო რაღაცას აშავებს, რადგან თან გაძლიერებისკენ მოუწოდებენ. სასაცილო ისაა, რომ საქართველო მიერთებულია რუსეთის საწინააღმდეგო აბსოლუტურად ყველა რეზოლუციას, ამ დღეებში, მხარი დაუჭირა შესაბამის კონვენციას, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. იმავე დროს, ევროკავშირი, რომელიც ამ გაურკვეველი მოწოდებით მოგვმართავს, დღემდე რჩება რუსული ეკონომიკის უმსხვილეს დონორად და რუსეთისთვის გაცილებით მეტი მილიარდი აქვს გადარიცხული ენერგორესურსებისთვის, ვიდრე უკრაინელ ხალხს გაუწია დახმარება, ხალხს, რომელიც მისივე აღიარებით, ევროპელების მშვიდობიანი ცხოვრების გულისთვის იღუპება. ეს ის ნაძირალა ევროკავშირის, რომელიც ამბობს, ალბათ 2027 წლისთვის ვიტყვით უარს რუსულ ენერგორესურსებზეო. ამ ევროკავშირის წევრი ბალტიისპირელი გიენებისგან მიეწოდება რუსეთს სამხედრო მრეწველობაში გამოყენებული კაუჩუკი და ალკოჰოლის ექსპორტით რუსეთში ეს გიენები უსწრებენ საქართველოს, ხოლო ესტონელი უვიცის (ეს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებაა, აი, მაიკლ როთი რომ იყო ადრე და ყველა მისი სიტყვა ჭეშმარიტებააო, რომ გვასწავლიდნენ), კაია კალასის ქმარს ლოგისტიკური ბიზნესი ჰქონდა რუსეთში, ბიზნესი ომის დაწყების შემდეგაც ფუნქციონირებდა. მისმა ცოლმა კი უტიფრად განაცხადა, არ ვიცოდი, გაზეთებიდან გავიგეო.

დღევანდელი ევრობიუროკრატია არის უტიფარი , ცრუპენტელა კოლონიზატორების ბრბო, რომლის ტაქტიკაა სხვა ქვეყნების სისხლზე საკუთარი ბედნიერების შენება. ის დემოკრატიული ბლა-ბლა, რასაც ტრიბუნებიდან ლაპარაკობენ, არის მხოლოდ ნიღაბი, ისიც იქამდე, სანამ ხელში სრულ გეოპოლიტიკურ მონოპოლიას ჩაიგდებენ. როცა ჩათვლიან, რომ გეოპოლიტიკური კონკურენტები აღარ ჰყავთ, მერე ნახონ კოლონიზაცია, სისასტიკე და მათრახი იმ იდიოტებმა, ვისაც კალასების და “პღეზიდანების” ჯერ კიდევ სჯერა.“ – წერს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები