ხელოვნების სასახლემ ცნობილი ქართველი ხელოვანის ილიკო ქურხულის ქალიშვილის – თამარ ქურხულისგან საჩუქრად მიიღო მამის ძვირფასი არქივი

დღეს ხელოვნების სასახლემ ცნობილი ქართველი ხელოვანის, მოხეტიალე მუსიკოსის ილიკო ქურხულის ქალიშვილის – თამარ ქურხულისგან საჩუქრად მიიღო მამის ძვირფასი არქივი. ინფორმაციას გიორგი კალანდია ავრცელებს სოციალურ ქსელში.
„კოლექცია 1000-მდე უნიკალურ დოკუმენტს, ხელნაწერსა თუ ფოტოს მოიცავს! ამ განსაკუთრებული შემოწირულების გამო ხელოვნების სასახლე დიდ მადლობას გამოხატავს თამარ ქურხულისადმი“, – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები