თეა წულუკიანი: ძალიან არ მიყვარს მიხეილ სააკაშვილი იმიტომ, რომ მან ძალიან ბევრი რამ დაუშავა ჩვენს ქვეყანას, ძალიან არ მიყვარს მისი ამფსონები, მაგრამ ეს მე ვერ მაიძულებს საქართველოს წინააღმდეგ მივიღო შეთქმულებაში მონაწილეობა

ძალიან არ მიყვარს მიხეილ სააკაშვილი იმიტომ, რომ მან ძალიან ბევრი რამ დაუშავა ჩვენს ქვეყანას, ძალიან არ მიყვარს მისი ამფსონები, მაგრამ ეს მე ვერ მაიძულებს საქართველოს წინააღმდეგ მივიღო შეთქმულებაში მონაწილეობა, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ერის არის ქართველი ერი, საქართველო არის საქართველო და ხელისუფლების რომელიღაც წარმომადგენელს რომ ვერ იტან, ამიტომ შენ არ უნდა ყვიროდე იმას, თითქოს ხელისუფლებამ „კამიტით“ მოწამლა საკუთარი ხალხი.

„ეს მორიგი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ ჩაშლილია. არ უნდა ვიყოთ ილუზიებში, მომავალ წელს მორიგი შეთქმულებები კიდევ იქნება და სცენაზე ამ შეთქმულების გათამაშების აქტორები, მსახიობები იქნებიან დღეს რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდნენ, ასეთი ოპოზიციონერები და გარეთ მდგარი ოპოზიციონერები, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ პირველ რიგში და არა იმ ადამიანებს, ვისაც შესაძლოა, „ოცნებაზე“ არ ვიტყვი, ჩემზე ვიტყვი, თეა წულუკიანი სძულდეს. ეს მათი უფლებაა, ეს არის ყველაზე დიდი უფლება ადამიანი არ გიყვარდეს. შესაბამისად, კი მჩვევია, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვარ ცინიკოსი, ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვისაც სძულხარ იმიტომ, რომ ეს პრინციპია, მე შენ მძულხარ. მისაღებია, მაგრამ ჩემი სიძულვილი არ უნდა გადაიზარდოს ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობაში.

ეს ორი რამ არის ძალიან დიდი სხვადასხვა რამ. ადამიანის სიძულვილი არ შემიძლია იმიტომ, რომ ისიც ღმერთმა გააჩინა ჩვენსავით, მაგრამ ძალიან არ მიყვარს მიხეილ სააკაშვილი იმიტომ, რომ მან ძალიან ბევრი რამ დაუშავა ჩვენს ქვეყანას, ძალიან არ მიყვარს მისი ამფსონები, ვინც ამ დასკვნაში[საგამოძიებო კომისიის] არიან მავნებლებად, ფაქტებზე დაყრდნობით წარმოდგენილი, მაგრამ ეს მე ვერ მაიძულებს საქართველოს წინააღმდეგ მივიღო შეთქმულებაში მონაწილეობა. ქართველი ერის არის ქართველი ერი, საქართველო არის საქართველო და ხელისუფლების რომელიღაც წარმომადგენელს რომ ვერ იტან, ამიტომ შენ არ უნდა ყვიროდე იმას, თითქოს ხელისუფლებამ „კამიტით“ მოწამლა საკუთარი ხალხი. ეს არის შეთქმულებაში მონაწილეობა ქვეყნის წინააღმდეგ. ასეთი შეთქმულებები ალბათ მომავალ წელსაც იქნება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები