ზელენსკი: ევროკავშირის სამიტის გადაწყვეტილებამ რუსეთი ომის შეწყვეტაში უნდა დაარწმუნოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთს აიძულებს, მომავალ წელს ომი არ გააგრძელოს.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ევროკავშირის ლიდერები ხვალ ბრიუსელში შეხვდებიან და „ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა“.

„ამ შეხვედრების შედეგი – ევროპის შედეგი – ისეთი უნდა იყოს, რომ რუსეთმა იგრძნოს, მის სურვილს, მომავალ წელს კვლავ იბრძოლოს, აზრი არ ექნება, რადგან უკრაინას მხარდაჭერა ექნება. ეს 100 პროცენტით ევროპაზეა დამოკიდებული – ევროპაზეა დამოკიდებული ამ არჩევანის გაკეთება“, – თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, სამიტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინისთვის „სარეპარაციო სესხის“ გამოყოფა იქნება გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით, რასაც ბელგია კვლავ ეწინააღმდეგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები