ქუთაისში ავარია მოხდა – ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში, სოფელ ქვიტირთან ავარია მოხდა – ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, სამი დაშავებულიდან ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები