თეა წულუკიანი: „ბიბისის“ სიყალბე გაკეთდა, მათ შორის, დღევანდელი დღისთვის, რათა ევროპარლამენტარს ეთქვა, რომ უი „ბიბისიმ“ თქვა, ესენი საკუთარ ხალხს წამლავენ და მოდით დავიწყოთ გამოძიება, მაგრამ გამოძიება უკვე ჩატარდა
„ბიბისის“ სიყალბე გაკეთდა, მათ შორის, დღევანდელი დღისთვის, რათა ევროპარლამენტარს ეთქვა, რომ უი „ბიბისიმ“ თქვა, ესენი საკუთარ ხალხს წამლავენ და მოდით დავიწყოთ გამოძიება, მაგრამ გამოძიება უკვე ჩატარდა, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სუს-მა ჩაატარა გამოძიება და ეს მორიგი აფერა, სახელად „კამიტი“ ჩაიფუშა.
„ახლა ერთმანეთზე არიან გაბრაზებულები, რომ რატომ ვთქვით „კამიტი“, გვეთქვა ზოგადად ქიმიური ნივთიერება და შემდეგ ემართლებინათ თავი, მაგრამ მაშინ წინასწარ უნდა დაფიქრდნენ და შემდეგ ისაუბრონ.
ეს იყო მორიგი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც გაახმოვანა „ბიბისიმ“, რომელსაც ტრამპიც კი უჩივის. ეს ხომ არ არის ქართული ახირება, რომ ჩვენ „ბიბისი“ არ მოგვწონს. ტრამპი უჩივის და სერიოზული პრეტენზიები აქვს, დასაბუთებული ისევე როგორც ჩვენ, „ბიბისის“ მიმართ.
ეს მორიგი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ ჩაშლილია. არ უნდა ვიყოთ ილუზიებში, მომავალ წელს მორიგი შეთქმულებები კიდევ იქნება და სცენაზე ამ შეთქმულების გათამაშების აქტორები, მსახიობები იქნებიან დღეს რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდნენ, ასეთი ოპოზიციონერები და გარეთ მდგარი ოპოზიციონერები, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ პირველ რიგში და არა იმ ადამიანებს, ვისაც შესაძლოა, „ოცნებაზე“ არ ვიტყვი, ჩემზე ვიტყვი, თეა წულუკიანი სძულდეს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.