“ე.წ. დასავლელი პოლიტიკოსები, მთელი თავიანთი წარსულით და ოჯახებით, მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული კომუნისტურ პარტიასთან; ეს საზოგადოება გვიკითხავს მორალს და გვაბრალებს რუსეთუმეობას ჩვენ გუნდს, დასკვნები თქვენთვის მომინდია” – გიორგი გამსახურდია

“ლიაკა ხოშტარიას მამა, გოგი ხოშტარია, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, საბჭოთა კავშირის კგბ-ს თავმჯდომარეს, ვადიმ ბაკატინს ჰყავდა კავშირზე”, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

“ბოლომდე პატრონობდა და მერე, მისი კავშირებით, ლიაკა მოუწყო მგიმოში. ოპერატიული გასამრჯელოც დაუნიშნეს, ჰონორარის საფარით.

ედიკა და მისი მოქკავშირი, რომელიც კომკავშირის მემკვიდრეობა იყო და სხვა არაფერი, რაზეც დაშენდა “ნაციონალური მოძრაობა”. მათი მოყვანა კიდევ შევარდნაძის რებრენდინგის მიზნით, პირდაპირ რუსებმა შეასრულეს იგორ ივანოვის ხელით. დღეს ე.წ დასავლელი პოლიტიკოსები, კაია კალასი (ესტონეთი), ნაუსედა (ლიეტუვა), მთელი თავიანთი წარსულით და ოჯახებით, მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული კომუნისტურ პარტიასთან. ეს საზოგადოება გვიკითხავს მორალს და გვაბრალებს რუსეთუმეობას ჩვენ გუნდს. დასკვნები თქვენთვის მომინდია.

ჩემ მიერ ხსენებული ყველა ფაქტი მსურველს შეუძლია, ინტერნეტსივრცეში გადაამოწმოს”, – წერს გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები