ნიკოლოზ ქურასბედიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ნიკოლოზ ქურასბედიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ინფორმაციას საკალათბურთო სკოლა „მუხბე“ ავრცელებს.

,,დღეს საკალათბურთო სკოლა „მუხბე“ მთელ საკალათბურთო სამყაროს და არა მხოლოდ მას დახმარებისთვის მოგმართავთ.

ჩვენს მოსწავლეს,ჩვენი ოჯახის წევრს ნიკოლოზ ქურასბედიანს, რომელსაც წლების განმავლობაში როგორც საკუთარ შვილს ისე ვზრდიდით, დღეს ყველაზე მძიმე ბრძოლა უწევს.

ნიკოლოზს დაუდგინდა იუნგის სარკომა იშვიათი და ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის დასამარცხებლად საჭიროა ხანგრძლივი, რთული და ძვირადღირებული მკურნალობა.

ეს არის ბავშვი სუფთა გულით, დიდი ოცნებებით და ნათელი მომავლის იმედით. ბავშვი, რომელმაც არ უნდა იცოდეს, რა არის ტკივილი და შიში… დღეს კი ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება ისე, როგორც არასდროს.

დღეს ნიკოლოზის ჯანმრთელობა თითოეული ჩვენგანის გულზე გადის.
ერთი ჩარიცხვა, ერთი გაზიარება, ერთი გულით გაწვდილი ხელი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს მისი სიცოცხლისთვის.

გთხოვთ, ნუ დავრჩებით გულგრილები.
დავუდგეთ გვერდში ჩვენს ნიკოლოზს და მის ოჯახს ამ ურთულეს ბრძოლაში.

ანგარიშები დახმარებისთვის:

🔸საქართველოს ბანკის ანგარიში:

#GE51BG0000000604646870

🔹თიბისი ბანკის ანგარიში:

#GE11TB7032945061100010

მიმღები: მარიკა რატიანი”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები