სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე 15 ადამიანის მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილ პირს 59 ბრალდება წაუყენეს

სიდნეის ბონდის სანაპიროზე სროლის დროს 15 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირს 59 ბრალდება წაუყენეს, მათ შორის 15 ბრალდება მკვლელობებისთვის აქვს წაყენებული, – ამის შესახებ ავსტრალიის პოლიციამ განაცხადა.

24 წლის ნავიდ აკრამი ინციდენტის ადგილზე დააკავეს და სიდნეის საავადმყოფოში გადაიყვანეს, პოლიციასთან სროლის შედეგად კი მისი მამა, 50 წლის საჯიდ აკრამი დაიღუპა.

ნავიდ აკრამს ბრალი თითოეული გარდაცვლილი მსხვერპლის მკვლელობისთვის ცალ-ცალკე წაუყენეს, ასევე, ის ბრალდებულია ტერორისტული აქტის ჩადენისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცებმა ერთგულება შეჰფიცეს რადიკალურ დაჯგუფებას „ისლამურ სახელმწიფოს“ (ISIS), ამასთან, მათ მანქანაში ტერორისტული დაჯგუფების დროშები იპოვეს და პოლიციამ ასევე, სულ მცირე, ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.

შეგახსენებთ, მამა-შვილმა კვირას ბონდის სანაპიროზე, ხანუკას რვადღიანი ფესტივალის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებაზე დამსწრეებს ცეცხლი გაუხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები