ტრამპმა განმარტა, თუ რატომ განადგურდა კაპიტოლიუმის შტურმის საქმეში არსებული მტკიცებულებები

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის დროს მტკიცებულებები განადგურდა, რადგან ეს მის უდანაშაულობას ადასტურებდა და თქვა, რომ პასუხისმგებელ პირებს მაღალი საფასურის გადახდა მოუწევთ.

„ვინმეს სჯერა, რომ პოლიტიკური ჰაკერებისა და პანკების არაარჩევითმა კომიტეტმა (6 იანვრის საგამოძიებო კომიტეტი) უკანონოდ და დანაშაულებრივად წაშალა და გაანადგურა 6 იანვრის მოვლენების „გამოძიებასთან“ დაკავშირებული ყველა ინფორმაცია?“ – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ TruthSocial-ზე.

პრეზიდენტის თქმით, მტკიცებულებები განადგურდა, რადგან ყველაფერი მის უდანაშაულობაზე მიუთითებდა და კომიტეტის წევრები „მატყუარებად და თაღლითებად“ წარმოაჩინა.

„მათ პასუხი უნდა აგონ და ძალიან მაღალი საფასური გადაიხადონ“, – დასძინა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები