თორნიკე ჭეიშვილი: საქართველოსთან დამოკიდებულების კონტექსტში, ბურთი რეალურად ევროკავშირის მოედანზეა, უნდა მიხვდნენ, რომ თუ სურთ ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება, უნდა შეიცვალოს უსამართლო მიდგომები

ისინი [ევროკავშირი] ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიხვდნენ იმას, რომ თუ მათ სურთ ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება, თუ დაბრუნება, პირველყოვლისა უნდა შეიცვალოს ის უსამართლო მიდგომები, რომელსაც ისინი იჩენენ საქართველოს და ქართველი ხალხის მისამართით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მზაობა იმის თაობაზე, რომ ჩვენ დავიწყოთ შესაბამისი მოლაპარაკებები – არსებობს.

„ამ შემთხვევაში, ბურთი რეალურად არის საქართველოსთან დამოკიდებულების კონტექსტში, ევროკავშირის მოედანზე. ისინი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიხვდნენ იმას, რომ თუ მათ სურთ ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება თუ დაბრუნება, პირველყოვლისა უნდა შეიცვალოს ის უსამართლო მიდგომები, რომელსაც ისინი იჩენენ საქართველოს და ქართველი ხალხის მისამართით და აქ ძალიან მკაფიოა კონკრეტული წითელი ხაზები, რაზეც იციან, რომ საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი, არავითარ შემთხვევაში კომპრომისზე არ წავა და ეს შეეხება ჩვენს, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ჩვენს ტრადიციულ, ეროვნულ ფასეულობებს, შეეხება იმას, რომ საქართველოში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა.

ამის მიღმა, ამაზე ყოფილა არაერთგზის საუბარი და დღესაც ვახსენეთ, რა თქმა უნდა, მზაობა იმის თაობაზე, რომ ჩვენ დავიწყოთ შესაბამისი მოლაპარაკებები – არსებობს. თუმცა, მეორე მხრივ, თავად ევროკავშირშიც ევრობიუროკრატია ჯერჯერობით ავლენს იმგვარ მიდგომებს, რაც ზოგადად მათ ძალიან სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს აყენებს და ეს რეპუტაციული ზიანი დადასტურდა და გამოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სტრატეგიიდან გამომდინარე“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები