ტიერი მარიანი: თვეებია საქართველო ევროპული ინსტიტუტების მხრიდან უპრეცედენტო მედიაზეწოლის ქვეშაა – თქვენ ოცნებობთ საქართველოს მთავრობის დამხობაზე, ადანაშაულებთ არასწორად მოქმედებაში, რადგან ის საკონსტიტუციო წესრიგს იცავს

უკვე თვეებია, საქართველო ევროპული ინსტიტუტების მხრიდან უპრეცედენტო მედიაზეწოლის ქვეშაა, – ამის შესახებ ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიული კრიზისის თემაზე დებატების დროს განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების დამხობა სურთ, რადგან ის არ ითვალისწინებს ევროკომისიის გაფრთხილებებს, საკონსტიტუციო წესრიგს იცავს და ეწინააღმდეგება რუსეთიდან, ან ევროპიდან დესტაბილიზაციის ყველა მცდელობას.

„ეს თავდასხმები ეჭვქვეშ აყენებს თბილისის ინსტიტუტების ლეგიტიმურობას, მის სასამართლო სისტემას, ასევე ქართველი ამომრჩევლის სუვერენულ არჩევანს. ეს არის უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქსელების ჩარევა და მათი შეშფოთება ევროპარლამენტის მიერ არის გადმოცემული. თუ სწორად გავიგე, თქვენ გამოაცხადეთ, რომ 24 მილიონი გადაეცა ბოლო თვეებში ასეთი ორგანიზაციების მხარდასაჭერად და სავსებით მართალია, რომ თქვენ ოცნებობთ საქართველოს მთავრობის დამხობაზე, რადგან ის არ ითვალისწინებს ევროკომისიის გაფრთხილებებს, თქვენ ადანაშაულებთ მას არასწორად მოქმედებაში, რადგან ის საკონსტიტუციო წესრიგს იცავს და ეწინააღმდეგება რუსეთიდან ან ევროპიდან დესტაბილიზაციის ყველა მცდელობას. საბოლოო ჯამში, თუ დააკვირდებით, ვინ ცდილობს სინამდვილეში დემოკრატიული კრიზისის გამწვავებას? მაშინ ვფიქრობ, რომ ჯობია, დამნაშავეები ბრიუსელში მოძებნოთ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები