გია აბაშიძე: წონადმა უცხოელმა ანალიტიკოსებმა მორიგი მითი დაამსხვრიეს საქართველოს ე.წ. “შავ საფინანსო ხვრელზე” – Basel AM-ის ინდექსით, ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით, საუკეთესოებს შორის ვპოზიციონირებთ
,,ბაზელის მმართველობის ინსტიტუტი 2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი (Basel AML Index) ფულის გათეთრების რისკს ზომავს მსოფლიოს 177 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. საქართველოს პოზიცია 27 ადგილით გაუმჯობესდა, მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა და ნატოს და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ანგარიში ეყრდნობა მსოფლიო ბანკის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტისა და სხვა საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციების თემატურ გამოკვლევებს.
„წონადმა უცხოელმა ანალიტიკოსებმა მორიგი მითი დაამსხვრიეს საქართველოს ე.წ. “შავ საფინანსო ხვრელზე” – Basel AM-ის ინდექსით, ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით, საუკეთესოებს შორის ვპოზიციონირებთ.
ნეოკოლონიალისტებისა და მათი ნაცფინიების უზნეო პროპაგანდა ჯერ არ გაქრება. თუმცა, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალგანზომილებიან დადებით შეფასებებს თავისი ძალა აქვთ გლობალურ ასპარეზზე საღად მოაზროვნე პოლიტიკური აქტორებისა და დაინტერესებული ინვესტორებისთვის.
ბაზელის მმართველობის ინსტიტუტი 2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი (Basel AML Index) ფულის გათეთრების რისკს ზომავს მსოფლიოს 177 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. საქართველოს პოზიცია 27 ადგილით გაუმჯობესდა, მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა და ნატოს და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია.
ეს საქართველოს ახალი ისტორიული მაქსიმუმია. ფულის გათეთრების საფრთხის სიმცირით საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის 37-ე ადგილზეა. ამასთან, საქართველო ნატოს და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშიცაა.
ინდექსი ზომავს ფულის გათეთრების და მასთან დაკავშირებული ფინანსური დანაშაულის რისკს ქვეყნებსა და იურისდიქციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იგი იყენებს კომპოზიტურ მეთოდოლოგიას, 17 ინდიკატორით, რომელიც ერთიანდება ხუთ აგრეგატულ რისკ-ფაქტორში:
1. ხარვეზები ფულის გათეთრების აღკვეთის ჩარჩოში
2. კორუფცია და თაღლითობა
3. ცუდი ფინანსური გამჭვირვალობა და სტანდარტები
4. ცუდი საჯარო გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება
5. სუსტი პოლიტიკური უფლებები და კანონის უზენაესობა
ანგარიში ეყრდნობა მსოფლიო ბანკის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტისა და სხვა საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციების თემატურ გამოკვლევებს.“ – წერს აბაშიძე.