თბილისში დედა-შვილს მანქანა დაეჯახა – 45 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც 45 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, დაშავებული ბავშვი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები