ოკუპირებულ აფხაზეთში პროდუქტები, თითქმის, 60%-ით გაძვირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში სურსათზე ფასები 30-დან 60%-მდეა გაზრდილი.

ამის შესახებ ე.წ. რესპუბლიკის უმსხვილესი საბითუმო კომპანია Premium-ის კომერციულმა დირექტორმა, ადგურ ნანბამ განაცხადა.

მისი თქმით, ფასების ზრდა უკავშირდება უკრაინაში რუსეთის ომს, ამიტომ, მისი განცხადებით, კომპანიას რიგი საქონლის შეტანა შეწყვიტა.

„შეგნებულად არ შემოვიტანეთ გარკვეული პროდუქცია, რადგან ძალიან ძვირია. მზესუმზირის ზეთი თითქმის 100%-ით გაძვირდა, თუმცა, მერე დაეცა. კარაქი თითქმის 60%-ით გაძვირდა, ახლა ოდნავ შემცირდა. ჩვენ გვაქვს რეზერვები ერთი თვიდან ორამდე“, – განმარტა მან.

აღინიშნება, რომ პროდუქტების გაძვირება არ არის ერთადერთი პრობლემა, რასაც აფხაზი მეწარმეები აწყდებიან, არის სირთულეები რუსეთის ბაზარზე ამა თუ იმ პროდუქტის ხელმისაწვდომობასთან და მიწოდებასთან დაკავშირებითაც.

გარდა ამისა, ზაფხულის საკურორტო სეზონი წინ, ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი ტურისტულ ნაკადს ელოდებიან და არსებობს იმის საფრთხე, რომ მომწოდებლები ვერ გაუმკლავდებიან ამას და პროდუქციის დეფიციტი შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები