პუტინმა გაგლოევს დე ფაქტო პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ალან გაგლოევს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ამის შესახებ კრემლის საიტზეა ნათქვამი.

“იმედი მაქვს, რომ ამ მაღალ თანამდებობაზე თქვენი აქტიურობა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას, რომლებიც მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზეა დაფუძნებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი გააგრძელებს ე.წ.სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური საკითხების გადაწყვეტაში, ასევე, “ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში”.

პუტინმა გაგლოევს წარმატებები, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები