“ალან გაგლოევი რუსეთის ფედერაციაში სამხრეთ ოსეთის შეერთებაზე რეფერენდუმის გამართვას არ იჩქარებს” – ლეონიდ კალაშნიკოვი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახლადარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი ე.წ. რესპუბლიკის რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას არ იჩქარებს.

ამის შესახებ მან “ტასს” უთხრა.

„რაც შეეხება რეფერენდუმს, ეს მათი ნებაა. ვფიქრობ, გაგლოევი, ანატოლი ბიბილოვისგან განსხვავებით, დაელოდება. მართალია, მან განაცხადა, რომ მზად არის ასეთი რეფერენდუმის ჩასატარებლად, მაგრამ აქ დიდწილად ყველაფერი მათზე კი არა, რუსეთზეა დამოკიდებული, რამდენად არიან მზად რუსეთი და ბელარუსი, სამოკავშირეო სახელმწიფო გააფართოონ“, – განაცხადა კალაშნიკოვმა.

დეპუტატის თქმით, ე.წ. რესპუბლიკაში ე.წ.პრეზიდენტის შეცვლა ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს, “არანაირი სიურპრიზი არ იქნება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები