იაგო ხვიჩია: ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი არ უნდა დადგეს დღის წესრიგში

“მიმაჩნია, რომ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება არ უნდა შეუწყდეს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა, ’’გირჩის’’ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

მისი თქმით, საუბარია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც, სინამდვილეში, თავისი შინაარსით შეუთავსებელია სასამართლოს გადაწყვეტილებასთან.

‘’მგონია, რომ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება არც უნდა შეუჩერდეს და ამას არც ვისურვებდი, რადგან საუბარია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც, სინამდვილეში, თავისი შინაარსით შეუთავსებელია სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. პატიმარს ციხეში ჯდომა რომ უწევდეს, ის თან ვერ იქნება პარლამენტის წევრი და, ამიტომ, ეს გადაწყვეტილება დღის წესრიგში შეიძლება დადგეს, მაგრამ სასამართლომ თქვა, რომ მივუსაჯე, მაგრამ ძალაში არ არის, რადგან ხანდაზმული არისო, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ უნდა დადგეს”, – განაცხადა ხვიჩიამ.

ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი შესაძლოა, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები