დღეს პარლამენტში საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მოადგილეებს მოუსმენენ

დღეს პარლამენტში თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება, სადაც მომხსენებლები საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მოადგილეები იქნებიან.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, საუბრის ძირითადი თემა ამერიკა-რუსეთისა და ნატო-რუსეთის მოლაპარაკებების პროცესი და ევროპული უსაფრთხოების საკითხები იქნება.

„ჩვენი მიზანია, შესაბამისი, კომპეტენტური უწყებების მხრიდან მოვისმინოთ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც – მათი შეფასება ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებსა და აგრესორ რუსეთს შორის ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მინისტრების მოადგილეები დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები