ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია – ე.წ. რესპუბლიკაში “დელტა” შტამი ცირკულირებს

ე.წ.სამხრეთ ოსეთში, სექტემბრის დასაწყისიდან, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება.

როგორც ე.წ. მთავარმა სანიტარმა, მარიან კოჩიევამ თქვა, 1-22 სექტემბრის პერიოდში არის შემთხვევების მატება, თუმცა, აფეთქებაზე საუბარი ნაადრევია.

მისი თქმით, ვითარება სკოლების გახსნის შემდეგ გაუარესდა.

კოჩიევას თქმით, ე.წ.რეპუბლიკაში, ძირითადად, ვირუსის “დელტა” შტამი ცირკულირებს.

მან მიმართა ე.წ. რესპუბლიკის მოსახლეობას, დაიცვან პირბადის ტარების რეჟიმი, ადამიანების მასობრივი თავშეყრის ადგილებს მოერიდონ.

ბოლო ერთ დღეში ე.წ. რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გაკეთდა 242 ტესტი.

პანდემიის დაწყებიდან ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსი სულ 5748 პირს დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები