ბიბილოვი დე ფაქტო პრეზიდენტად კენჭს მეორე ვადითაც იყრის

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ე.წ. თანამდებობაზე კენჭს მეორე ვადითაც იყრის.

“ასე ვიტყოდი, რომ ვერ ვხედავ რაიმე სუბიექტურ ან ობიექტურ მიზეზს, რომელიც არ მომცემდა საშუალებას, არ ვიყარო კენჭი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობისთვის”, – განაცხადა მან.

ბიბილოვი ე.წ. თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი 5 წლის ვადით ირჩევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები