კლაარი ბიბილოვს ახალგორსა და წნელისში მცხოვრებლების უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ესაუბრა

ცხინვალში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და დე ფაქტო პრეზიდენტს შორის შეხვედრა გაიმართა.

ანატოლი ბიბილოვმა დიპლომატებს უთხრა, რომ ჟენევის დისკუსიების საკვანძო საკითხია “საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის” შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა, რადგან “სამხრეთ ოსეთს საქართველოს წინააღმდეგ ძალა არასდროს გამოუყენებია, მაგრამ სამეზობლო უნდა იყოს კეთილგანწყობილი”.

საპასუხოდ, დისკუსიების თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან, ტოივო კლაარმა თქვა, რომ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში აუცილებელია “ძალის გამოუყენებლობის” შესახებ საერთო გაგებაზე მუშაობა.

ამ კონტექსტში, დიპლომატმა ე.წ.მოსაზღვრე რაიონებში მცხოვრებ ადამიანებზე ისაუბრა, კერძოდ, წნელისსა და ახალგორში მცხოვრებლებსა და მათ უსაფრთხოებაზე.

”თქვენ ისაუბრეთ ძალის გამოუყენებლობაზე. რა თქმა უნდა, ეს საკითხი არის დისკუსიების მთავარი თემა. ბევრმა მონაწილემ გააკეთა განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ჟენევის დისკუსიების კონტექსტში, აუცილებელია, ერთად ვიმუშაოთ ძალის გამოუყენებლობის საერთო გაგებისთვის. ამიტომაც, ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ადამიანების უსაფრთხოებას, ტერიტორიებზე ადამიანების უსაფრთხოებას. ჩვენ ვიცით, რომ მეზობლად მცხოვრები ადამიანები ყველაზე მეტად ზარალდებიან კონფლიქტებისგან. ამიტომ, ჟენევაში ჩვენ ვსაუბრობთ ადგილებზე ადამიანების უსაფრთხოების მნიშვნელობაზე. ამ თვალსაზრისით, მინდა, ვთქვა, რომ არსებობს განსხვავებული გაგება ამ საკითხისა სხვადასხვა ჯგუფში, მათ შორის, ახალგორში მცხოვრები ადამიანების ჩათვლით,” – თქვა დიპლომატმა.

ტოივო კლაარმა ბიბილოვს უთხრა, რომ კარგად არის ინფორმირებული წნელისთან მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ “არსებობს სხვადასხვა საკითხი და მათი მოგვარებაც საჭიროა ცალ-ცალკე, ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის საკეთილდღეოდ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები