ბიბილოვი – ჟენევის თანათავმჯდომარეებს: ქართველი სამხედრო მოღვაწე ამბობდა, რომ “არაფერია იმაზე ლამაზი, როდესაც უყურებ, როგორ იწვის ოსური სახლები”

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჟენევის დისკუსიების ევროკავშირის, გაერო-ს და ეუთო-სა თანათავმჯდომარეები იმყოფებიან, რომლებმაც დე ფაქტო პრეზიდენტთან, ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრა გამართეს.

ჟენევის მომდევნო რაუნდის დღის წესრიგის განხილვის დაწყებამდე, ბიბილოვმა დიპლომატებს უამბო, რომ რამდენიმე დღის წინ ე.წ.რესპუბლიკის დაარსების 31 წლისთავი აღნიშნა და უცხოელ დიპლომატებს ამის მიზეზი განუმარტა.

მისი თქმით, “დამოუკიდებლობის” გამოცხადებისკენ ზვიად გამსახურდიას მთავრობამ უბიძგა, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ აცხადებდა, რომ “კავკასიონის ქედიდან საჭიროა არაქართველების “რკინის ცოცხით გაწმენდა”.

ბიბილოვმა ასევე ქართველების მხრიდან ოსების ე.წ. გენოციდზე ისაუბრა, რომელსაც “საქართველო მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებდა”. მისი თქმით, “საქართველოს ერთ-ერთმა სამხედრო მოღვაწემ, ვალიკო ჯუღელმა დაწერა:
“არაფერია იმაზე ლამაზი, როდესაც უყურებ, როგორ იწვის ოსური სახლები”.

მან ასევე ისაუბრა 2008 წლის ომზე, როდესაც “საქართველო სამხრეთ ოსეთს დაესხა თავს, რაც სრულად დაადასტურა ევროკავშირის სპეციალურმა კომისიამაც”.

მისი თქმით, ჟენევის დისკუსიები უმნიშვნელოვანესი მოედანია, მაგრამ გარკვეული კითხვები ჩნდება.

”დისკუსიების მთავარი მიზანია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერა. სამხრეთ ოსეთს არასოდეს გამოუყენებია ძალა საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ სამეზობლო უნდა იყოს კეთილგანწყობილი. მთავარი ამოცანაა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა. ფორმატი მიზანს სრულიად ამართლებს, ამიტომ, მომავალშიც ვიმუშავებთ ამ ფორმატში“, – განაცხადა ბიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები