ახალციხეში სპორტული კომპლექსი შენდება

ქალაქ ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზების მშენებლობას.

“მოეწყობა გასახდელები და საშხაპეები, მოხდება კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ასევე, გათვალისწინებულია პარკინგი.

სამშენებლო სამუშაოებს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, აზიის განვითარების ბანკი 11 მილიონზე მეტი ლარით აფინანსებს.

სპორტ-კომპლექსის მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს, კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები