სროლა სან-დიეგოს ისლამურ ცენტრში – დაღუპულია სამი ადამიანი(ვიდეო)

აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში მდებარე ისლამურ ცენტრში, რომელიც რეგიონის ყველაზე დიდ მეჩეთად მიიჩნევა, სროლა მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამერიკული მედია სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის ზუსტდება.

როგორც მედია იტყობინება, თავდასხმა მეჩეთში შეკრების დროს მოხდა.

მათივე ცნობით, ორი სავარაუდო თავდამსხმელი მოგვიანებით გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცავები მომხდარის მოტივს იძიებენ და არ გამორიცხავენ, რომ საქმე სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს უკავშირდებოდეს.

შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები