მინისტრის ვაქცინაციასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს (ფოტო)

მინისტრ ვახტანგ გომელაურის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრით ვაქცინაციასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვახტანგ გომელაური „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. ვახტანგ გომელაურთან ერთად, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაქცინაცია ჩაუტარდათ მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელ პირებსა და პოლიციის თანამშრომლებს.

“გავიკეთე აცრა “სინოფარმის” ჩინური წარმოების ვაქცინით. მინდა, ყველას მოვუწოდო, პირველ ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, წავახალისო ისინი, ასევე მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაიკეთონ ვაქცინა.

რასაც ვხედავთ ჩვენ მსოფლიოში, რაც ხდება, სამწუხაროდ, წელიწადზე მეტია, ველოდებით, თუმცა, არაფერი არ შეიცვალა. უარესდება დღითიდღე მდგომარეობა, მსოფლიოში ყველგან და ჩვენთანაც, მათ შორის და ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. რასაც ვხედავთ, რასაც გვეუბნება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ექიმები, სხვა გამოსავალი არ არის, ყველა უნდა აიცრას, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს და ექიმების რეკომენდაცია ექნება”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები