მედია: ვაშინგტონმა და თეირანმა შეთანხმებას მიაღწიეს – საბოლოო სიტყვა ტრამპზეა

აშშ-სა და ირანს შორის წინასწარი შეთანხმება მიღწეულია, თუმცა დოკუმენტი ძალაში მხოლოდ დონალდ ტრამპის საბოლოო თანხმობის შემდეგ შევა. ამის შესახებ გამოცემა Axios-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 60-დღიან მემორანდუმზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებას და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს. შეთანხმება ასევე მოიცავს ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფას.

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილებისთვის დამატებითი დრო სჭირდება და შეთანხმებაზე საბოლოო პასუხი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

Axios-ის ინფორმაციით, შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, ეს იქნება ვაშინგტონსა და თეირანს შორის ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური პროგრესი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები