ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის მთავარი პრობლემა იდეების კრიზისი და სამოქმედო გეგმის არარსებობაა, ვერ ჩამოყალიბდნენ რევოლუცია უნდთ თუ უნდა ემზადონ არჩევნებისთვის, მათ აქციებს არ აქვს მიზანი, რაც იწვევს განხიბვლას, მათ შორის აქციის მონაწილეებს შორის

პირველ რიგში მათ აქციებს არ აქვს მიზანი, რომელიც გარკვეულ ეტაპობრივ შედეგებამდე მაინც მივა. ეს აქცია აქციისთვის ან აქცია ისეთი მიზნებით, რომელსაც განხორციელება არ უწერია, იწვევს აქციის იდეის და შინაარსის დაკნინებას და განხიბვლას, მათ შორის აქციის მონაწილე ადამიანებს შორის, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ იმის გამო, რომ აქციები არის უშინაარსო, ოპოზიციის მხარდამჭერებსაც კი აღარ აქვთ სურვილი მასში მონაწილეობა მიიღონ.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, რადიკალები თავადვე ვერ ჩამოყალიბდნენ რა უნდათ, ემზადებიან რევოლუციისთვის თუ არჩევნებისთვის.

„აქცია იყო მოკრძალებული რაოდენობის. რამდენიმე ათასი ადამიანი იყო წარმოდგენილი. ეს უშინაარსობა აქციის საბოლოო ჯამში გამოწვეული არის თვითონ პოლიტიკური ოპოზიციის უშინაარსობიდან. ეს არის მთავარი, რაც იწვევს ასეთი აქციების ჰაერში გასროლილ ქმედებას და შემდგომში უკვე შიდა დაპირისპირებას.

იდეების კრიზისი და სამოქმედო გეგმის არარსებობა არის სწორედ მათი მთავარი პრობლემა. ვერ ჩამოყალიბდნენ რევოლუცია უნდა მოახდინონ, უნდა ელოდონ რაღაც ინციდენტს, რომ ამაზე რამე ააგორონ თუ უნდა ემზადონ არჩევნებისთვის. ამიტომაც არის, რომ მათი აქციები არის არამიზანმიმართული, არაშინაარსობრივი, ეტაპობრივად არ არის განსაზღვრული დღეს რა არის და ხვალ რა იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები